დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „კონკურენციის შესახებ“ კანონში ცვლილებები განიხილა

ირაკლი მეზურნიშვილ

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი, თანამდევ საკანონმდებლო პაკეტთან ერთად, კოლეგებს პარლამენტის წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა წარუდგინა.

ცვლილების თანახმად, პრემიერ-მინისტრის წარდგინებით და პარლამენტის მიერ 5 წლის ვადით არჩეული 5-წევრიანი საბჭოს მარეგულირებელი ნორმების ამოქმედება, რომელიც გათვალისწინებულია 2025 წლის პირველი იანვრიდან, გადავადდება 2027 წლის პირველ იანვრამდე.

როგორც მომხსენებელმა განმარტა, საბჭოს ტიპის მოწყობაზე გადასვლის მიზნით, მიზანშეწონილია უკეთ იქნეს გაანალიზებული მსგავსი მოდელის აღმასრულებელი უწყებების პრაქტიკა საუკეთესო გამოცდილების გასაზიარებლად, ასევე გაიმართოს შეხვედრები ყველა დაინტერესებულ მხარესთან. შესაბამისად, მიზანშეწონილია, საბჭოს მარეგულირებელი ნორმების ამოქმედების ვადა გადაიწიოს 2027 წლის პირველ იანვრამდე, რათა გატარდეს ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებები.

ასევე, ხდება საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ძველი დასახელების ახლით ჩანაცვლება - საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო.

კანონპროექტით გათვალისწინებულ ცვლილებებს კომიტეტმა მხარი დაუჭირა.