მაგნიტური ქარიშხალი 2025 წლის სექტემბერში: ასტროლოგებმა თვის ყველაზე საყურადღებო თარიღები დაასახელეს
1757016593
ერევანში სავაჭრო ცენტრში აფეთქების შედეგად დაშავებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი კვლავ გაიზარდა. ამ დროის მონაცემებით, შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 61 დაშავდა.
ტრაგედიის ადგილზე დილიდან მივიდნენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და დედაქალაქის მერი ჰრაჩია სარქისიანი. შინაგან საქმეთა სამინისტრო აფეთქების შედეგად დაკარგულთა სიას აქვეყნებს, რომელშიც 25 ადამიანია. ისინი, სავარაუდოდ, ნანგრევებში არიან მოყოლილები. დაშავებულებს შორის არიან ხუთი წლის გოგონა და ორსული ქალი.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
სომხეთის დედაქალაქ ერევანში მდებარე სავაჭრო ცენტრში აფეთქება 14 აგვისტოს, შუადღისას მოხდა. აფეთქება სავარაუდოდ სავაჭრო ცენტრში მდებარე პიროტექნიკის საწყობში მოხდა. ცეცხლის ლოკალიზება მეხანძრეებმა რამდენიმე საათის შემდეგ შეძლეს.