პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
აფეთქება ერევნის სავაჭრო ცენტრში 13:23 წუთზე მოხდა. გამოძიებას ოფიციალური ვერსია ჯერჯერობით არ აქვს. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება პიროტექნიკის საწყობში მოხდა, რასაც შენობის ნგრევა მოჰყვა. ხანძარი მალევე გავრცელდა სხვა სავაჭრო ობიექტებზე. ოფიციალური ცნობით, ამ დროისთვის დაიღუპა 2 და დაშავდა 60 ადამიანი - მათ შორის ერთი 5 წლის ბავშვია.
თვითმხილველები ამბობენ, რომ აფეთქების მომენტში ადგილზე ათეულობით ადამიანი იყო შეკრებილი. ვარაუდობენ, რომ მათი დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ნანგრევებშია.
ადგილზე, ამ დრომდე 20 სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული, თუმცა ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება, მიზეზი ისაა, რომ პიროტექნიკა პერიოდულად ფეთქდება და ცეცხლის ახალი კერები ჩნდება.
მობილიზებულები არიან სამხედროები და პოლიციის თანამშრომლები, თუმცა აფეთქების შედეგად გამოწვეული ნგრევა იმდენად მასშტაბურია, რომ სამაშველო ოპერაციაში რიგითი მოქალაქეებიც ერთვებიან.