საქართველო და პოლიტიკური პროცესები მთლიანად შეიცვალა ჩემი აქ, ჩამოსვლის შემდეგ - სააკაშვილი

სააკაშვილი

საქართველო და პოლიტიკური პროცესები მთლიანად შეიცვალა ჩემი აქ ჩამოსვლის შემდეგ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, რამდენ ხანს იქნება ციხეში, ეს საზოგადოებაზეა დამოკიდებული. 

„მენატრებით და ძალიან დიდი მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ. 4 თვეა ვიმყოფები პატიმრობაში, ველოდი თუ არა ამ სცენარს? - ვფიქრობ, იმ ხალხს, ვინც პესიმისტურად არის განწყობილი, კარგად იციან, რომ სინამდვილეში ძალიან ბევრ რამეს მივაღწიეთ. საქართველო, პოლიტიკური პროცესები მთლიანად შეიცვალა ჩემი აქ ჩამოსვლის შემდეგ. ადგილობრივი არჩევნები, რომელიც არასდროს იყო მნიშვნელოვანი, გახდა მნიშვნელოვანი. ერთ-ერთი მთავარი ქალაქი, რუსთავი წავართვით 3 დღის წინ. უახლოეს პერიოდში წავართმევთ ბათუმს, ასევე წავართმევთ ზუგდიდს, ეს ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში დაიწყო. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც ბრძოლას აქვს აზრი. რამდენ ხანს ვიქნები კიდევ ციხეში, ეს არის დამოკიდებული თქვენზე“, - განაცხადა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს.