საქართველოში ახალი თაღლითური სქემა მოქმედებს... - რა უნდა იცოდეთ
1780865182
აშშ-ის ოფიციალურმა პირმა უარყო ისრაელის განცხადება იმის შესახებ, რომ ამერიკულმა მხარემ ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით გაშვებული ბალისტიკური რაკეტები გაანეიტრალა.
ტელეკომპანია CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ აშშ-ის სამხედროებს გასულ ღამეს ირანული რაკეტები არ ჩამოუგდიათ.
„ეს ფაქტი მნიშვნელოვანი ცვლილებაა ირანთან კონფლიქტის წინა ტალღებთან შედარებით, როდესაც ამერიკულმა მხარემ საკუთარი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მნიშვნელოვანი რესურსი დახარჯა ისრაელის დასაცავად“, - წერს CNN.
ვაშინგტონის ეს განცხადება პირდაპირ ეწინააღმდეგება ორშაბათს დილით ისრაელის სამხედრო მაღალჩინოსნის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, აშშ-მა მხარი დაუჭირა ისრაელის საჰაერო თავდაცვის ძალებს და რამდენიმე ირანული რაკეტაც გაანადგურა.
ამავდროულად, წყარომ CNN-ს დაუდასტურა, რომ გასულ ღამეს ისრაელსა და აშშ-ის ცენტრალურ სარდლობას შორის აქტიური კოორდინაცია მიმდინარეობდა. მისი თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ეიალ ზამირი ორჯერ ესაუბრა CENTCOM-ის მეთაურს, ადმირალ ბრედ კუპერს.