ჩვენთვის განსაკუთრებული ღირებულებაა ოჯახი და ძალიან მიხარია, რომ ამდენი ადამიანია გამოსული - კახა კალაძე

კალაძე

ყველას მინდა მივულოცო დღევანდელი დღე. პატრიარქის ინიციატივით ყოველწლიურად ხდება შეკრება. ხედავთ რამდენი ადამიანია და ამ დანატოვარს პატრიარქი, მისი უწმინდესობა შიო აგრძელებს, - განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.

თბილისის მერი მოქალაქეებს შეკრებისთვის მადლობას უხდის.

„ჩვენთვის განსაკუთრებული ღირებულებაა ოჯახი და ძალიან მიხარია, რომ ამდენი ადამიანია გამოსული. თითოეულ მათგანს მინდა მადლობა გადავუხადო შეკრებისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

რუსთაველის გამზირზე ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა დაიწყო.