ჩვენთვის დიდი პატივია ამ სამიტისა და ბიომრავალფეროვნების შესახებ COP17 კონფერენციის მასპინძლობა - ნიკოლ ფაშინიანი

ნიკოლ ფაშინიანი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთში ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის კონფერენციაში მონაწილეობს, რომელიც გაეროს ეგიდით უკვე მეჩვიდმეტედ ტარდება.

ერევანში ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანმა მიიწვია, მთავრობის მეთაური სიტყვით გამოვა ლიდერთა სამიტზე, ასევე მონაწილეობა მიიღო კონფერენციის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში. საქართველოს პრემიერი ერევანში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

საქართველო გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციას ჯერ კიდევ 1994 წელს შეუერთდა და შესაბამისად ქვეყანას აღებული აქვს კონკრეტული საერთაშორისო ვალდებულებები.

სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აღნიშნული კონფერენცია სომხეთის რესპუბლიკის მთავრობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხია.

"ჩვენთვის დიდი პატივია ამ სამიტისა და ბიომრავალფეროვნების შესახებ COP17 კონფერენციის მასპინძლობა და იმედი მაქვს, რომ ის ნაყოფიერი იქნება და ხელს შეუწყობს დედამიწაზე ბიომრავალფეროვნების დაცვას.

ეს სომხეთის რესპუბლიკის მთავრობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხია და ჩვენ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ ჩვენი ბუნების წინაშე, რადგან უნდა ვაღიაროთ, რომ სწორედ ბუნებამ გადაგვარჩინა რთულ დღეებში, სომხეთის რესპუბლიკისთვის მძიმე პერიოდში", - აცხადებს ფაშინიანი.

✕