1744565400
ჩვენს ქვეყანას მოსთხოვეს 1 200 000 ადამიანის ნების იგნორირება და ამ ყველაფერზე ჩვენგან იყო მკაფიო პასუხი - დავით მათიკაშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, საქართველოს მოსთხოვეს 1 200 000 ადამიანის ნების იგნორირება და ამ ყველაფერზე მმართველი პარტიის პასუხი იყო ძალიან მკაფიო.
მათიკაშვილის განმარტებით, ამ მოთხოვნის საპასუხოდ, საქართველოს ხელისუფლებას PACE-ში შესაბამისი დელეგაცია არ ჰყავს.
"ჩვენს ქვეყანას მოსთხოვეს 1 200 000 ადამიანის ნების იგნორირება და ამ ყველაფერზე ჩვენგან იყო მკაფიო პასუხი. ჩვენ არ გვყავს შესაბამის დელეგაცია PACE-ში. დღეს რატომ სურთ უკვე გავლილ თემაზე საუბარი, ამაზეა პასუხი გასაცემი. პასუხი ძალიან მარტივია, ერთ მუჭა ადამიანებს, რომელთაც მოაკლდებათ რა საწვავი იმისთვის, რომ ფსევდო პროტესტით შეიარაღებულები გავიდნენ ქუჩაში", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
89 ხმით 3-ის წინააღმდეგ, - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა.
რეზოლუცია ადგენს არაერთ კრიტერიუმს, რომელთა შესრულება არის წინაპირობა "ქართული ოცნების" დელეგაციის რწმუნებათა სიგელების ცნობისათვის. შესაბამისად, ძალაში რჩება წინა სესიაზე მიღებული გადაწყვეტილება რწმუნებათა სიგელების პირობებით ცნობასთან დაკავშირებით.
ასამბლეამ ასევე მხარი დაუჭირა რეზოლუციის რამდენიმე შესწორებას, მათ შორის, ერთ-ერთი შესწორებაში წერია, რომ "ყველა პოლიტიკური პატიმარი უნდა გათავისუფლდეს".
კენჭისყრამდე, სტრასბურგში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართა.