1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, განაცხადა, რომ მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს საბოლოო მიზნის - ევროინტეგრაციის მისაღწევად და არცერთ ძალას არ მიეცემა დესტრუქციული, ვიწროპარტიული მიზნების მიღწევის შესაძლებლობა.
„ჩვენს გუნდს, დღესაც და აქამდეც, ერთი, საერთო მიზანი აქვს - საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანება. ამისთვის, ჩვენი გუნდი ყველაფერს აკეთებდა, ყველაფერს აკეთებს და ახლაც ვმუშაობთ ამ მნიშვნელოვან თემაზე. ჩვენ არ დავუშვებთ ბნელი, დესტრუქციული ძალების მიერ დასახული გეგმის რეალიზებას და არავის მივცემთ საშუალებას, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს და თავისი ვიწროპარტიული ინტერესებით დააზიანოს ქვეყანა, ქვეყნის განვითარება და წინსვლა. ამ ქვეყანაში ამის შესაძლებლობა არავის მიეცემა“, - განაცხადა კახა კალაძემ.