ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, არის უამრავი გამოწვევა და ასეთ დროს ვიღაცას სცალია, რომ მთლიანად იყოს კონცენტრირებული ჩვენი ქვეყნისთვის ხელოვნური პრობლემების შექმნაზე - ამაში იხარჯებოდა USAID-ის, NED-ის და სხვა ფონდების ფული - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე მთ

არის ჩვენი პატარა ქვეყანა, რომელსაც თავისი პრობლემა აქვს ისედაც - 20% ჩვენი ტერიტორიების ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, არის უამრავი გამოწვევა ჩვენს გარშემო და ასეთ დროს ვიღაცას სცალია იმისათვის, რომ მთლიანად იყოს კონცენტრირებული ჩვენი ქვეყნისთვის ხელოვნური პრობლემების შექმნაზე. ამაში იხარჯებოდა USAID-ის, NED-ის და სხვა ფონდების ფული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დაიწერა სცენარი, სადაც საქართველო და უკრაინა მოიაზრეს ომისათვის რუსეთის წინააღმდეგ. დაიწყო ომი რუსეთ-უკრაინას შორის,  მაგრამ სცენარის წინააღმდეგ ომში არ ჩაერთო საქართველო.

„რა ხდებოდა სინამდვილეში  პარლამენტში ინიცირებულ პროექტზე - იყო ორი ქვეყანა, რომელიც ემეზობლება რუსეთის ფედერაციას, რომელსაც არ იცავდა არც ერთი ალიანსის ქოლგა, არც პირდაპირი და არც არაპირდაპირი სამხედრო კუთხით, ვგულისხმობ ნატოს და ევროკავშირს. ორივეს ჰქონდა ასპირანტი ქვეყნის სტატუსი და ვიღაცამ მოიაზრა ეს ორი ქვეყანა ომისათვის რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ასეთი სცენარი დაიწერა. დაიწყო ომი რუსეთ-უკრაინას შორის, განხორციელდა რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინაში, მაგრამ აქ არ ჩაერთო სცენარის წინააღმდეგ საქართველო. დააყენეს მოთხოვნა ჯერ პირდაპირი ფორმით. შემდეგ როცა არ გავყევით ამ მოთხოვნას, უკვე არაპირდაპირი ფორმით, სანქციების დაწესება, მებრძოლი მოხალისეების გაგზავნა და ა.შ. ამ ირიბ მოთხოვნებზეც არ წავედით და ამის შემდეგ წამოვიდა აგრესია საქართველოს მიმართ. არის ჩვენი პატარა ქვეყანა, რომელსაც თავისი პრობლემა აქვს ისედაც - 20% ჩვენი ტერიტორიების ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, არის უამრავი გამოწვევა ჩვენს გარშემო და ასეთ დროს ვიღაცას სცალია იმისათვის, რომ მთლიანად იყოს კონცენტრირებული ჩვენი ქვეყნისთვის ხელოვნური პრობლემების შექმნაზე. ამაში იხარჯებოდა USAID-ის, NED-ის და სხვა ფონდების ფული“, - განაცხადა პრემიერმა.