გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
მეამაყება ასევე, რომ ბატონ პრემიერ-მინისტრთან ერთად მონაწილეობა მაქვს მიღებული ასოცირების შეთანხმების მოლაპარაკების, მისი პარაფირების პროცესში და შემდეგ უკვე პრემიერმა მოაწერა ხელი, გახსოვთ, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ჩათვლით, აგრეთვე ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი მიღწევა ვიზალიბერალიზაციის მოპოვების თვალსაზრისით და ვფიქრობ, ჩემი მინისტრობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ეტაპი იყო ალბათ ის განცხადება, რომელიც გაკეთდა ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ დავით ზალკალიანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას დავით ზალკალიანის აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ აცნობა.
დიპლომატმა აღნიშნა, რომ საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობა, მისი ელჩობის პერიოდში, კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე ავა.
„ბევრი იყო მიღწევა, როგორ ჩვენი მთავარი საგარეო კურსის - ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, ისე ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევის გამკლავების მიმართულებით რაც არის ოკუპაცია. საქართველომ შეძლო და მე მეამაყება, თამამად შემიძლია იმის თქმა, რომ ჩვენ ჩვენი პოზიციები ძალიან მკაფიოდ დავიცავით ყველა საერთაშორისო ფორმატში, ჩვენ ვიყავით ყველგან წარმოდგენილი, იქნებოდა ეს გაერო, ეუთო, ევროკაშირი, თუ ევროპის საბჭო, ყველა პლატფორმაზე საქართველოს ეკავა მოწინავე პოზიციები, ყველა თემატიკის განხილვისას ჩვენი საკითხი იყო აქტუალური. ისე როგორც ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რომელიც ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მეამაყება, რომ ჩემი მინისტრობის პერიოდში, ჩვენ დავამტკიცეთ საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის დოკუმენტი, რომელიც პირველად დამოკიდებელი საქართველოს ისტორიაში იყო უმაღლესი ლეგიტიმაციის მატარებელი და მკაფიოდ იყო გაწერილი ჩვენი საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები. მეამაყება ასევე, რომ ბატონ პრემიერ-მინისტრთან ერთად მონაწილეობა მაქვს მიღებული ასოცირების შეთანხმების მოლაპარაკების, მისი პარაფირების პროცესში და შემდეგ უკვე პრემიერმა მოაწერა ხელი, გახსოვთ, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ჩათვლით. შემდეგ უკვე ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი მიღწევა ვიზალიბერალიზაციის მოპოვების თვალსაზრისით და ვფიქრობ, ჩემი მინისტრობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ეტაპი იყო ალბათ ის განცხადება, რომელიც გაკეთდა ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით მე მინდა, რომ ჩემს ძვირფას მეგობარს და კოლეგას, ბატონ ილიას წარმატება ვუსურვო, ვინაიდან ეს არის უსერიოზულესი გამოწვევა ჩვენთვის, მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის და აქ, როგორც არასდროს ისე გვჭირდება ერთიანობა, კონსოლიდაცია ყველას, როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებას და ვფიქრობ, ეს ასეც იქნება. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გითხრათ იმ ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადეთ ახალ პოზიციაზე, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში, აშშ-ში წარმოვადგენდე საქართველოს, არის უდიდესი პასუხისმგებლობა და მე პირობას გაძლევთ, როგორც აქამდე ვაკეთებდი ჩემს საქმეს, კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით გავაგრძელებ უკვე ახალ პოზიციაზე და პირობას გაძლევთ, ჩვენი ამერიკასთან თანამშრომლობა, ჩემი ელჩობის პერიოდში, კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე ავა. ძალიან დიდი მადლობა, მინდა, ილიას დიდი წარმატება ვუსურვო და ყველანაირად აღვუთქვა, რომ მის გვერდში ვიქნები ამ მისიის შესრულების დროს,“- აღნიშნა დავით ზალკალიანმა.