ჩვენი მთავრობა უკრაინის ომის მაგალითს იყენებს, რათა აჩვენოს ამ უსამართლო ომის საშინელება და გაუადვილოს ქართველ ხალხს სწორი არჩევანის გაკეთება მშვიდობისთვის - საზოგადოება „ქართული“

საზოგადოება ქართული

გასულ კვირას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც დაგმო და დაუშვებლად მიიჩნია ჩვენთან პოლიტიკურ რეკლამაში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაუნდობელი ომის შედეგების თემატიკის გამოყენება, - აღნიშნულია საზოგადოება „ქართულის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ქართველი საზოგადოება და სახელმწიფო ერთმნიშვნელოვნად მხარს უჭერს უკრაინის სამართლიან ომს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, მაგრამ, ცოტა არ იყოს, გაუგებარია ეს მოწოდება. ჩვენს ხელისუფლებას ხომ იუმორისა და ქილიკის საგნად არ გაუხდიათ უკრაინელების თავდადება, როგორც ეს თქვენმა დღევანდელმა პრეზიდენტმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გააკეთა და რისთვისაც აქამდე ბოდიში არ მოუხდია. ჩვენი მთავრობა კი ამ მაგალითს იყენებს იმისთვის, რათა აჩვენოს უკრაინაში რუსეთის მხრიდან ამ უსამართლო ომის საშინელება და გაუადვილოს ქართველ ხალხს სწორი არჩევანის გაკეთება მშვიდობისთვის“, - აღნიშნავენ საზოგადოებაში.