მნიშვნელოვანი ინფორმაცია პენსიის და სოციალური დახმარებების მიმღებთა საყურადღებოდ
1763543117
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ ისაუბრა "ქართული ოცნების" ინიციატივაზე, რომელიც კანონთან კონფლიქტში მყოფ, 14 წლამდე პირებთან მიმართებაში სპეციალური კანონის მიღებას გულისხმობს.
მისი განცხადებით, ამ ინიციატივის მიზანია 14 წლამდე კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდების გამოსწორება ყოველგვარი სასჯელისა და პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსების გარეშე.
"სამწუხაროდ, საქართველოში გამოიკვეთა რამდენიმე ათეული ახალგაზრდა, რომელთაც მუდმივად აქვთ კონფლიქტი კანონთან. ჩვენი მიზანია, როგორც სულიერად, ასევე მორალურად ძლიერი ახალგაზრდობის ჩამოყალიბება, იმ ახალგაზრდების, რომლებიც მიდრეკილნი არიან დანაშაულისკენ, ყოველგვარი სასჯელისა და პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსების გარეშე გამოსწორება და მათი ღირსეულად დაბრუნება საზოგადოებაში," - აცხადებს გიორგი გაბუნია.