ევროპარლამენტის პოლიტიკურმა ჯგუფმა „პატრიოტები ევროპისთვის“ უკრაინაში კორუფციული სკანდალის შესახებ დებატები მოითხოვა

პატრიოტები ევროპისთვის

ევროპარლამენტის პოლიტიკურმა ჯგუფმა „პატრიოტები ევროპისთვის“ უკრაინაში კორუფციული სკანდალის შესახებ დებატები მოითხოვა.

ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების კორუფციული საქმიანობის ევროპარლამენტში განხილვა „ევროპის სახალხო პარტიამ“ დაბლოკა.

„პატრიოტები ევროპისთვის“ განცხადებით, საკითხი მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინისთვის დახმარების სახით 135 მილიარდი ევროს გამოყოფას ითხოვს, რაც ტვირთად დააწვება ევროპელ გადამხდელებს.

ევროდეპუტატების ნაწილი ასეთი ფინანსური ვალდებულების აღებას იქამდე ეწინააღმდეგება, ვიდრე უკრაინაში კორუფციის პრობლემები არ მოგვარდება.