ჩვენი ინსტიტუციური სიძლიერე და მმართველობის გამართულობა შემდეგ ითარგმნება უკვე ეკონომიკურ ზრდაში და კეთილდღეობის გამყარებაში - შალვა პაპუაშვილი კარგი მთავრობის ინდექსზე

 შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კარგი მთავრობის ინდექსის მონაცემი შეაფასა, რომლის მიხედვითაც საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და 40 საუკეთესო ქვეყანას შორისაა.

„პრემიერ-მინისტრს ჰქონდა ჩვენი პროგრამის წარდგენა, მათ შორის, საუბრობდა იმ მიღწევებზე, რაც გვაქვს ჩვენ ბოლო 12 წლის განმავლობაში და ყველამ კარგად, ციფრებით იხილა, თუ რა პროგრესს განიცდის საქართველო ბოლო წლების განმავლობაში. ზუსტად ამის გამოხატულებაა ერთი მხრივ, ჩვენი ინსტიტუციური სიძლიერე და პირიქით - ჩვენი ინსტიტუციური სიძლიერე და მმართველობის გამართულობა შემდეგ ითარგმნება უკვე ეკონომიკურ ზრდაsa და კეთილდღეობის გამყარებაში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ევროკომისია კარგი მთავრობის ინდექსს (2024) აქვეყნებს, რომელიც მსოფლიოს მოწინავე საერთაშორისო შემფასებელმა, ჩენდლერის ინსტიტუტმა მოამზადა. საქართველომ შეფასების 100%-იანი სისტემით 58,8% მიიღო, რაც მისი ახალი ისტორიული მაქსიმუმია და 40 საუკეთესო ქვეყანას შორისაა.