„ეს ხილი კიბოს მკვლელია!“ - არუნ ხათრის რეკომენდაცია
1729792444
"ქართული ოცნება" წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს. ოზურგეთში შეხვედრა ახალგაზრდებთან და სპორტსმენებთან გაიმართა. ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი, რომლებიც "ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ოცეულში არიან, ოზურგეთში "ქართული ოცნების“ გურიის დელეგატთან და პარლამენტის წევრებთან ერთად, მათ განათლებისა და სპორტის მიმართულებით მიმდინარე პროგრამებსა და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრნენ.
"მართლა არ ველოდი ისეთი მაგარი ახალგაზრდები შეგვხვდნენ. მინდა თითოეულ მათგანს წარმატებები ვუსურვო. დღეს ძალიან მაგარი შეხვედრა გვქონდა, გავცვალეთ ჩვენი მუხტი და ემოციები. ჩვენ, ჩვენი დიდი გუნდი და ძალა, მზად ვართ ახალგაზრდებს, სტუდენტებს, ყველა იმ ადამიანს დავუდგეთ გვერდში, ვისაც ჩვენი გვერდში დგომა სჭირდება,"- აცხადებს ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი.