რა არ უნდა გავაკეთოთ წითელ პარასკევს
1744919150
ჩვენ, საქართველოში და აზერბაიჯანში უზრუნველვყავით ის საჭიროებები, რომლებიც ევროპელებს ცენტრალურ აზიასთან კომუნიკაციაში ეხმარება - ამის შესახებ, ფორუმზე - "ახალი მსოფლიო წესრიგი", აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ქართული საზღვაო პორტები, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, აზერბაიჯანის პორტი, კასპიის გადაზიდვები, ტრანსპორტირებაში უმნიშვნელოვანესია და ეს ყველაფერი [ევროპელებისგან] დაიგნორებული იყო:
"გულწრფელად რომ ვთქვა, გამიკვირდა, ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის კომენტარი, რომელიც მან გააკეთა უზბეკეთში, ცენტრალური აზიისა და ევროკომისიის ლიდერების სამიტზე, როდესაც ის საუბრობდა, აზერბაიჯანს, სომხეთსა და თურქეთს შორის საზღვრის გახსნაზე, იმისთვის, რომ ხელი შეეწყოს შუა დერეფანს, როგორც მათ უყვართ თქმა - ევროპის გლობალურ კარიბჭეს.
ეს ძალიან უცნაური იყო, იმიტომ, რომ ეს დერეფანი არსებობს და სომხეთს მასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ჩვენ გვესმის ევროპელი ბიუროკრატების გრძნობები სომხეთთან მიმართებაში, მაგრამ რუკას ვერ დააიგნორებ. ჩვენ, საქართველოსა და აზერბაიჯანში უზრუნველვყავით ის საჭიროებები, რომლებიც ევროპელებს ცენტრალურ აზიასთან კომუნიკაციაში ეხმარება. ქართული საზღვაო პორტები, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, აზერბაიჯანის პორტი, კასპიის გადაზიდვები, ტრანსპორტირებაში უმნიშვნელოვანესია და ეს ყველაფერი დაიგნორებულია,"- აღნიშნა ალიევმა.