რა არ უნდა გავაკეთოთ წითელ პარასკევს
1744919150
ჩვენ პატივი უნდა ვცეთ იმ გეოპოლიტიკური მრავალფეროვნების პოლიტიკას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება, მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერით ატარებს, - განაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე „გაერთიანებული მემარცხენეების“ წარმომადგენელმა ანდრეი ჰუნკომ.
მისივე თქმით, უკრაინაში რუსული ინტერვენციის დაწყების შემდეგ საქართველოში შეიცვალა გეოპოლიტიკური ორიენტაცია და ეს უკავშირდება იმ პოლიტიკურ ზეწოლას, რომელიც მიმდინარეობდა საქართველოს ხელისუფლებაზე ამა თუ იმ გზით.
„დღეს ჩვენ ქართული დელეგაციის გარეშე საქართველოს შესახებ ვსაუბრობთ. იანვარში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მათი დელეგაციისთვის სანქციები დაგვეწესებინა, შედეგად ეს საპარლამენტო ასამბლეა ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე რა ხანია ორჭოფობს.
საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს დავაკვირდი, წინასაარჩევნო პერიოდსაც, ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ 11 პროცენტის მხარდაჭერა მიიღო. მე ბევრ არჩევნებს დავკვირვებივარ და გეტყვით, რომ ჩემს მიერ დაფიქსირებული დარღვევები არაფრით განსხვავდებოდა ჩვენს ქვეყნებში ჩატარებული არჩევნებისას აღმოჩენილი დარღვევებისგან. უკრაინაში რუსული ინტერვენციის დაწყების შემდეგ საქართველოში შეიცვალა გეოპოლიტიკური ორიენტაცია, ეს უკავშირდება იმ პოლიტიკურ ზეწოლას, რომელიც მიმდინარეობდა საქართველოს ხელისუფლებაზე ამა თუ იმ გზით და ემსახურებოდა მის ჩართვას რუსეთთან კონფრონტაციაში. საქართველოს ხელისუფლებამ ამაზე უარი განაცხადა არა იმიტომ, რომ პრორუსულია, არამედ იმიტომ, რომ მათ იცოდნენ, რომ ამას ქვეყნის განადგურება მოჰყვებოდა.
ჩვენ პატივი უნდა ვცეთ იმ გეოპოლიტიკური მრავალფეროვნების პოლიტიკას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება, მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერით ატარებს“, - აღნიშნა ანდრეი ჰუნკომ.