„მერაბმა ტრამპს უთხრა...“ - რას წერს გიორგი გაბუნია?
1749370399
„ჩვენ ხომ ოპოზიცია აღარ გვყავს, მცირე გამონაკლისის გარდა. ეს არის ადამიანების ჯგუფი, რომელიც გაერთიანდა იმისთვის, რომ ქვეყანაში რევოლუციური პროცესი განავითაროს,“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გიორგი ვოლსკიმ „ღამის კურიერის“ ეთერში ისაუბრა.
მისივე თქმით, ოპოზიცია ვერ სთავაზობს საზოგადოებას წინასაარჩევნო პროგრამებს აქტუალურ თემებთან დაკავშირებით.
„რეალურად, არცერთი სიტყვა არ თქმულა ისეთ თემებთან დაკავშირებით, როგორიცაა თუნდაც საბანკო სისტემის განვითარება, სოფლის მეურნეობა, განათლება, - უამრავი დარგია. საპროგრამო რაიმე ხომ უნდა ჰქონდეს, გარდა იმისა, რომ არჩევნები გაყალბდა/არ გაყალბებულა და საგარეო კურსი შეიცვალა, - ამით უნდათ, მოიზიდონ რაც შეიძლება ბევრი რადიკალურად მოაზროვნე, მოფიქრალი და მოქმედი ადამიანი,“ - აცხადებს ვოლსკი.