10 ნიშანი, რომელიც თირკმლის პრობლემის შესახებ მიგვანიშნებს
1739822995
დახურულ კარს მიღმა პირდაპირი მოწოდებები იყო ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური კოლაფსი მომხდარიყო და მეორე ფრონტის გახსნის საფრთხე შექმნილიყო, თუმცა ჩვენ გავბედეთ დაგვეცვა ჩვენი ქვეყანა, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.
„ქართული ოცნების“ გუნდის წევრები არა ერთხელ ვაცხადებდით, რომ დახურულ კარს მიღმა პირდაპირი მოწოდებები იყო ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური კოლაფსი მომხდარიყო. ამავდროულად, შექმნილიყო საფრთხე მეორე ფრონტის გახსნისა. ყველაფერი დაფუძნებული იყო ფაქტებზე, რაზეც ისაუბრა ბატონმა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კელი დეგნანთან, მაშინდელ აშშ-ის ელჩთან დაკავშირებით. ადამიანი, რომელიც პირდაპირ მოგვიწოდებდა, რომ ყველაფერი გაგვეკეთებინა იმისთვის, რომ საფრთხე შექმნილიყო ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის. მთელი რიგი მცდელობები ვნახეთ იმისათვის, რომ დასჯილიყო ქართველი ხალხი, დასჯილიყო იმ უარისათვის, რომელიც ჩვენ გავბედეთ თურმე კონკრეტულად დიდი ძალის მქონე სუბიექტის მიმართ. ჩვენ გავბედეთ, რომ დაგვეცვა ჩვენი ქვეყანა. დიახ, ასე გავბედავთ ყოველთვის. ამ გამბედაობის საშუალებას და საფუძველს ის ქართველი ხალხი გვაძლევს, რომელიც ჩვენ გვერდში გვიდგას“, - განაცხადა გორდულაძემ.
სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს, რომ დახურულ კარს მიღმა პირდაპირი მოთხოვნები იყო, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კოლაფსი მომხდარიყო და შექმნილიყო მეორე ფრონტის გახსნის საფრთხე.