1755099291
ზელენსკი: უკრაინასთან უნდა განიხილონ ის, რაც უკრაინას ეხება

უკრაინასთან უნდა განიხილონ ის, რაც უკრაინას ეხება, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერის თქმით, ტრამპი მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტას და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს.
„რუსეთს არ უნდა ჰქონდეს უფლება, ვეტო დაადოს უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივას“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„რუსეთზე ერთობლივი ზეწოლა უნდა მოხდეს, სანქციები უნდა იყოს დაწესებული და უნდა იყოს გზავნილი, რომ თუ რუსეთი არ დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას, ამ პრინციპმა უნდა იმუშაოს“, - დასძინა მან.