„ერთმანეთთან მეგობრობდნენ, არ ვიცი, ასე როგორ გაიმეტა...“ - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები
1755117708
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. BUS LANE-ზე ერთმანეთს ავტობუსი და ტაქსი შეეჯახა, რა დროსაც, ორი ადამიანი დაშავდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სამაშველო სამსახურისა და პოლიციის ეკიპაჟები.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.