პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, საქართველომ გაატარა ფუნდამენტური რეფორმები, როგორც დემოკრატიის და უსაფრთხოების სფეროში იმისათვის, რომ საქართველო მზად ყოფილიყო ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შესატანად.
"საქართველოს განაცხადი წევრობაზე და კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ის მსჯელობა, რომელიც უნდა გაიმართოს ევროპულ საბჭოში არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენ ამ წლების განმავლობაში გავატარეთ ფუნდამენტური რეფორმები, როგორც დემოკრატიის, ისე ეკონომიკის და უსაფრთხოების სფეროში სწორედ იმისათვის, რომ საქართველო მზად ყოფილიყო ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შესატანად.
ჩვენ ვგეგმავდით განაცხადის შეტანას 2024 წელს, მაგრამ საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ უკრაინაში მიმდინარე ომმა და ბრძოლამ თავისუფლებისთვის დააჩქარა ეს პროცესი. რა თქმა უნდა, გვაქვს მოლოდინი, რომ უკრაინასთან, საქართველოსთან და მოლდოვასთან იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება მიღებული, სათანადოდ იქნება შეფასებული და დაფასებულიც ის სამუშაო, რისკები და საფრთხეები, რომელიც ამ წუთას ამ ქვეყნებში არსებობს,"- აცხადებს არჩილ თალაკვაძე.