ჟურნალისტებს უკრაინიდან პულიცერის პრემიის სპეციალური ჯილდო გადაეცათ

ჟურანალისტი

ჟურნალისტებს უკრაინიდან გადაეცათ პულიცერის პრემიის სპეციალური ჯილდო რუსეთის ინტერვენციის გაშუქებისთვის. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამგვარად, პულიცერის საბჭომ პატივი მიაგო უკრაინაში მიმდინარე ომის გაშუქებისას მოკლულ 12 ჟურნალისტს.

„პულიცერის პრემიის საბჭო მოხარულია, გადასცეს სპეციალური ჯილდო ჟურნალისტებს უკრაინიდან მათი სიმამაცისთვის, სიმტკიცისთვის და მათ ქვეყანაში ვლადიმერ პუტინის უმოწყალო შეჭრისა და რუსეთში მისი პროპაგანდისტული ომისა და მართალი გაშუქების ერთგულებისთვის“, – განაცხადა პრემიის ადმინისტრატორმა მარჯორი მილერმა.

„დაბომბვის, გატაცებების, ოკუპაციის და მათ რიგებში სიკვდილის მიუხედავადაც კი, ისინი აგრძელებენ თავიანთ მცდელობას, რომ წარმოადგინონ საშინელი რეალობის ზუსტი სურათი“, – აღნიშნულია პულიცერის საბჭოს გადაწყვეტილებაში.

საბჭოს გადაწყვეტილებით, პულიცერის სამი პრემია გადაეცა ამერიკულ გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსს“, ერთი ჯილდო მიიღო „ვაშინგტონ პოსტმა“ დონალ ტრამპის მხარდამჭერების მიერ აშშ-ის კაპიტოლიუმის შტურმის გაშუქებისთვის. სააგენტო „როიტერს“ პულიცერის პრემია მხატვრული ფოტოგრაფიის კატეგორიაში გადაეცა, ინდოეთში კორონავირუსის პანდემიის გაშუქებისთვის.

პულიცერის პრიზი აშშ-ის ჟურნალისტიკის სფეროში ყველაზე საპატიო ჯილდოა, რომელიც 1917 წლიდან გადაეცემა.