ჩვენ, ევროკავშირმა მაშინ საქართველო მივატოვეთ, მაგრამ რატომ მივატოვეთ ახლა? - ირლანდიელი სენატორი

ჯერარდ კროგუელი

"ნუთუ დაგვავიწყდა 2008 წლის 8 აგვისტო, როცა რუსული ჯარი საქართველოში შეიჭრა?", - ასე ეხმაურება ირლანდიელი სენატორი ჯერარდ კროგუელი ევროკომისიის გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე საქართველოს მიერ შეტანილ განაცხადთან დაკავშირებით.

„მოხარული ვარ, რომ უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღეს. თუმცა, რატომ არ მიიღეს საქართველო, ეს საიდუმლოდ რჩება. ნუთუ დაგვავიწყდა 2008 წლის 8 აგვისტო, როცა რუსული ჯარი საქართველოში შეიჭრა? ჩვენ, ევროკავშირმა, მაშინ ისინი მივატოვეთ, მაგრამ რატომ ახლა?", - წერს სენატორი.