ეს შხამიანი მცენარე სახლში არ უნდა გაზარდოთ - ნახეთ, რომელ ყვავილზეა საუბარი
1736436078
პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, მათ ძირითადად 26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვება აინტერესებთ, რის შემდეგაც ინვესტიციების მოზიდვას დაიწყებენ.
მისი განმარტებით, არჩევნებში გამარჯვების მეორე დღიდანვე ევროკავშირთან მოლაპარაკებებს დაიწყებენ გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით.
"ჩვენ ძირითადად გვაინტერესებს მოგება 26 ოქტომბერს, როდესაც საქართველოს არჩევანი იქნება ძალიან მკაფიო. ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი დრო, ჩვენ უნდა დავიწყოთ ამ ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვა. ჩვენ ვაპირებთ იმას, რომ მეორე დღიდანვე დავიწყოთ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება. ამასთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული გეგმა", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.