1728462720
ჩვენ დიდი ხნის წინ „დავასპოილერეთ“ ქართული საზოგადოება, რომ ეს ქორწინება შედგებოდა - ბექა ოდიშარია გახარია-ხაზარაძის შესაძლო გაერთიანებაზე
ჩვენ დიდი ხნის წინ „დავასპოილერეთ“ ქართული საზოგადოება, რომ ეს ქორწინება შედგებოდა, - ასე ეხმიანება პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია გახარია-ხაზარაძის შესაძლო გაერთიანებას.
„ძალიან კი ფშეკდნენ ფეხებს საჯაროდ, მაგრამ ვინ ეკითხება მათ ან ვინ ეკითხება ამ უნიჭო დრამატურგიის დამდგმელ რეჟისორს - ზურაბიშვილს ახლა? ეს არის ორი მძიმე ქვა, რომელიც ამძიმებს ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტს, ბადეს და ამ ღელვაში ერთ ქვას რომ მეორეს დაადებ, რა ფსკერზეც აღმოჩნდებიან, ამას აუცილებლად ნახავს ქართული საზოგადოება 26 ოქტომბერს“, - აცხადებს ოდიშარია.
გახარია-ხაზარაძე გაერთიანებაზე კვლავ ვერ თანხმდებიან. გაერთიანების მიზნით აუდიენცია პრეზიდენტის სასახლეში დღესაც გაგრძელდება. მხარეები იმედს გამოთქვამენ, რომ მოლაპარაკებები სწორედ დღეს დასრულდება.