ჩვენ დავიწყებთ ალბათ მოკვლევას და შემდეგ გამოძიებას, თუ დანაშაული გამოიკვეთება - ვახტანგ გომელაური for.ge-ს აუდიოჩანაწერებზე

გომელაური

For.ge-ს მიერ გამოქვეყნებულ ფარულ აუდიოჩანაწერებზე კომენტარი შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გააკეთა.

„სამწუხაროა რაც მოვისმინეთ, ამაზე ალბათ შესაბამისი უწყებები, თუ იქნება ჩვენი ქვემდებარე, ჩვენ დავიწყებთ ალბათ მოკვლევას და შემდეგ გამოძიებას, თუ გამოიკვეთება დანაშაული. სამწუხაროა რასაც ვისმენდით. ავთენტურობა დასადგენია, არ მინდა რომ მტკიცებულების ფორმაში ვისაუბრო, რომ ეს ასეა ნამდვილად. რასაც ვისმენდით საშინელებაა“, - აღნიშნა გომელაურმა.