დილის მავნე ჩვევები - რისი გაკეთება არ შეიძლება გაღვიძების შემდეგ
1735153103
კონსულტაციების მეორე დღე პრეზიდენტის რეზიდენციაში - სალომე ზურაბიშვილი კოალიცია "ძლიერი საქართველოს" და "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს შეხვდა. "ძლიერი საქართველო" აცხადებს, რომ კანდიდატების განხილვა მხოლოდ არჩევნების შემდეგ უნდა მოხდეს და ეს პოზიცია მათ პრეზიდენტთანაც დააფიქსირეს.
"ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" თავმჯდომარე, კოალიცია "ძლიერი საქართველო", მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსებმა არ უნდა გადაწყვიტონ, არჩევნებამდე ესა თუ ის თანამდებობის პირების დანიშვნა-არ დანიშვნის საკითხი.
"კანდიდატების განხილვა არ ყოფილა. ჩვენ არ ვთვლით, რომ პოლიტიკოსებმა უნდა გადაწყვიტონ, არჩევნებამდე ესა თუ ის თანამდებობის პირების დანიშვნა-არ დანიშვნის საკითხი. ქართველი ხალხის არჩევანი არის უზენაესი, ჩვენ ჯერ უნდა დაველოდოთ 26 ოქტომბერს და შესაბამისად, ქარტიის ფარგლებში, პრეზიდენტი როგორც გარანტორი ამ ძალაუფლების გადაცემის და ახალი შემადგენლობის ჩამოყალიბების, იქნება მთავარი ფიგურა," - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ანა დოლიძე აცხადებს, რომ შემდეგ მთავრობას შეარჩევს არა რომელიმე პოლიტიკოსი კაბინეტში, არამედ შეარჩევს ამომრჩეველი.
"არავითარი დისკუსია კონკრეტულ სახელებზე და გვარებზე არ ყოფილა, თავიდან ბოლომდე, ეს იყო განხილვა პროცესისა, სადაც პრეზიდენტის როლი რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. შემდეგ მთავრობას შეარჩევს არა რომელიმე პოლიტიკოსი კაბინეტში, მათ შორის არც ჩვენ, არამედ შეარჩევს ამომრჩეველი. ქარტიაში, არაერთ ადგილას წერია, რომ მთელი პროცესი იწყება მას შემდეგ, რაც პოლიტიკოსები მანდატს მივიღებთ," - აცხადებს ანა დოლიძე.
სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მას უკვე ჰყავს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, რომელსაც პოლიტიკური წარსული არ აქვს და რაზეც კონსულტაციებს ქარტიაზე ხელმომწერ ოპოზიციურ პარტიებთან გაივლის.