„მე თვითონ, არასდროს მქონია ფული...“ - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი

სოციალურ ქსელში, მიხეილ სააკაშვილის მორიგი პოსტი ქვეყნდება.

მსჯავრდებული საქართველოს მესამე პრეზიდენტი წინასაარჩევნო პროცესს ეხმაურება და ამომრჩეველთან დამოკიდებულების შესახებ წერს.

„ივანიშვილს სჯერა, რომ ადამიანების მოსყიდვა არის ერთადერთი გზა მათი მხარდაჭერის უზრუნველყოფის. ჩემი სტილი ყოველთვის იყო ხალხთან ახლოს მისვლა, თვალებში ჩახედვა, ხელის ჩამორთმევა და გულში ჩახუტება. მე თვითონ, არასდროს მქონია ფული და რა თქმა უნდა, მათაც ვერ გავუნაწილებდი, მაგრამ მე მქონდა ხალხის მიმართ სიყვარული და შესაბამისად, შევინარჩუნე ჩემი ხალხის უდიდესი ნაწილის სიყვარული, რაც ვერ ამოძირკვეს დღემდე, ვერანაირი მანქანებით, და ვერც ამოძირკვავენ, რაც არ უნდა დამაბრალონ და რა მაქინაციებიც არ უნდა ჩაატარონ“, - წერს სააკაშვილი.