ჩემი მიზანია, შვილის სიცოცხლე გადავარჩინო - გიული ალასანია

giuli alasania

"ირაკლი კობახიძის განცხადება ჩემთვის ბევრს არაფერს ნიშნავს. ჩემი მიზანია, ჩემი შვილის სიცოცხლე გადავარჩინო, ამის მიზანია როგორმე მოიშოროს თავიდან", - ასე აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანა გამორიცხულია.

"ირაკლი კობახიძის განცხადება ჩემთვის ბევრს არაფერს ნიშნავს. ჩვენთან სასამართლო ხომ დამოუკიდებელია?!როგორც ჩანს, ჩვენი მიზნები განსხვავებულია, ჩემი მიზანია ჩემი შვილის სიცოცხლე გადავარჩინო, ამის მიზანია, როგორმე მოიშოროს თავიდან. ეს არის განსხვავება. არაფერი არ იყო მოულოდნელი",- აღნიშნავს ალასანია.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა პენიტენციურ სამსახურს დაავალა, სააკაშვილთან ცენტრ „ემპათიას“ ექსპერტები დაუშვას. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადვოკატებმა შესაბამისი შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოში დააყენეს.

სხვა სიახლეები