პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„როცა სააკაშვილს უნდოდა საწარმოს მითვისება იუსტიციის მინისტრი იყო და გარიგებაში შევიდა უცხოელ ინვესტორებთან. ჩვენ დავიცავით ეს საწარმო, სახელმწიფოს შევუნარჩუნეთ და როგორც კი სააკაშვილი პრეზიდენტი გახდა, საწარმო რუსულ კომპანიას მიჰყიდა და მასში დღემდე წილი აქვს“, - ამის შესახებ ლევან მამალაძემ გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ ისაუბრა.
როგორც მან განმარტა, სააკაშვილს მისი განადგურება სურდა. მისივე მტკიცებით, ის რომ სააკაშვილის დროს ციხეში მოხვედრილიყო, დღეს ცოცხალი არ იქნებოდა.
ცნობისთვის, ქვემო ქართლში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ლევან მამალაძე საქართველოში დაბრუნდა.
მამალაძეს, მსჯავრი დაუსწრებლად ჰქონდა გამოტანილი. ის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან პარლამენტის მიერ მიღებული “ამნისტიის შესახებ” კანონის საფუძველზე გათავისუფლდა.