რა დაავადებებზე შეიძლება მიუთითებდეს ხშირი მთქნარება
1734970963
ვესაუბრე სალომე ზურაბიშვილს, მიუღებელია აქციის მონაწილეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობა, – ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი წერს.
პაველმა აღნიშნა, რომ იგი აღფრთოვანებულია ქართველი ხალხის გამბედაობით, რომელიც უარს ამბობს ევროპული ოცნების დათმობაზე.
„ახლახან ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. მიუღებელია ძალადობა აქციის მონაწილეების, ჟურნალისტების და ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ თბილისსა და სხვა ქალაქებში. მე აღფრთოვანებული ვარ ქართველი ხალხის გამბედაობით, რომელიც უარს ამბობს თავისი ქვეყნის ევროპული ოცნების დათმობაზე. მათ ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს“, – წერს ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი.