ამიერიდან საპროტესტო აქციებზე ნიღბების ტარება აკრძალული იქნება. რა აქვს ამ ხალხს დასამალი? - ტრამპი
1749376504
ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ უკრაინის საზღვრებთან ახალ ოპერატიულ სამხედრო სამეთაურო პუნქტს ქმნის. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
ლუკაშენკოს თქმით, ლიეტუვისა და პოლონეთის გარდა, გაიხსნა ახალი - სამხრეთის მიმართულება. მან ასევე გასცა განკარგულება, რომ სამეთაურო პუნქტის შექმნამდე უკრაინის საზღვართან ახალი სამხედრო შენაერთები გაიგზავნოს, რათა მათ „გამოცდილება შეიძინონ“.
თავის მხრივ, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში განაცხადეს, რომ ბელარუსმა ოპერატიულ-ტაქტიკური ფრთოსანი რაკეტები „ისკანდერები“ გადაისროლა ბრესტის ოლქის, ლუნინეცის რაიონში.
„არ არის გამორიცხული, რომ ეს ტექნიკა ჩაერთოს უკრაინის დასავლეთ ნაწილში სამხედრო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე დარტყმებში“, – განაცხადეს უკრაინის გენშტაბში.
მანამდე, ბელარუსში პოლონეთისა და უკრაინის საზღვრის სიახლოვეს სამხედრო წვრთნები დაიწყო.