ბრიტანეთი იზიარებს იმ შეშფოთებას, რაც ჩვენ გვაქვს, მაგრამ საქართველოს მიმართ აქვს კონკრეტული ამოცანა, გეგმა, რომელიც არ ითვალისწინებს სამართლიანობას - გია ვოლსკი

ვოლსკი

 ბრიტანეთი იზიარებს იმ შეშფოთებას, რაც ჩვენ გვაქვს, მაგრამ საქართველოს მიმართ აქვს კონკრეტული ამოცანა, გეგმა, რომელიც არ ითვალისწინებს სამართლიანობას - გია ვოლსკი
დღეს, 08:20 3
 
 
 
 
დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება უკვე მეორე დღეა პოლიტიკური განხილვის საგანია. მთავრობა გეგმავს პოლიტიკური პარტიებისთვის უცხოური შემოწირულობების შეზღუდვას.

საზღვარგარეთ მცხოვრები ბრიტანელი ამომრჩევლების შემოწირულობების ზედა ზღვარი წელიწადში 100 000 გირვანქა-სტერლინგით განისაზღვრება. სრულად აიკრძალება კრიპტოვალუტის ტრანზაქციები პოლიტიკური მიზნებისთვის.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, საკუთარი ინტერესების განმტკიცებისთვის ბრძოლა ნებისმიერი სახელმწიფოს მხრიდან მისასალმებელია, თუმცა მიუღებელია, ის უსამართლო დამოკიდებულება, რაც ბრიტანეთს საქართველოს მიმართ აქვს.

"ბრიტანეთი იზიარებს იმ შეშფოთებას, რაც ჩვენ გაგვაჩნია, მაგრამ საქართველოს მიმართ აქვს კონკრეტული ამოცანა, კონკრეტული გეგმა, კონკრეტული ხედვა, რომელიც აბსოლუტურად არ ითვალისწინებს არანაირ სამართლიანობას, ამიტომ, გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი არის სწორედ ის, რომ ქართული საზოგადოება, თუნდაც მისი ნაწილი, შეცდომაში შეიყვანონ.

ეს ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, თითქოს რუსულ ინტერესებს ემსახურება, საფუძველს მოკლებულია", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.