დაგროვებითი პენსია 15 458 პირმა გაიტანა - რა შემთხვევაში შეგიძლიათ თანხის მიღება
1736626219
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მიწის სისტემური რეგისტრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ყველა მიწის ნაკვეთი უფასოდ აიზომა.
„ყველა მიწის ნაკვეთი აიზომა სრულიად უფასოდ და გადაეცათ საკუთრებაში საქართველოს მოქალაქეებს. მათ შეუძლიათ, ეს მიწის ნაკვეთები ჩაუშვან ეკონომიკურ ბრუნვაში და მიიღონ დამატებითი შემოსავალი. საქართველოში არ დარჩება არც ერთი ადამიანი, რომელსაც კანონმდებლობის შესაბამისად, შესაძლოა, ეკუთვნოდეს მიწის ნაკვეთი და ეს ნაკვეთი არ იყოს შესაბამისი წესით აზომილი და დარეგისტრირებული. ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში 100%-ით სრულად იქნება გარკვეული, თუ რომელი მიწის ნაკვეთი ეკუთვნის სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტს თუ კერძო პირს”, - განაცხადა მინისტრმა.