„ბრალეულია თუ არა და რა სასჯელი უნდა დაენიშნოს, თუ არ უნდა დაენიშნოს ამას სასამართლო გაარკვევს“ - მიხეილ სარჯველაძე ლაზარე გრიგორიადისზე

სარჯველაძე

არავითარი პოლიტიკური პატიმარი და არავითარი გმირი არ არის სახეზე, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ლაზარე გრიგორიადისთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

„ის არის რეალურად, რაც ვნახეთ იმის ჩამდენი ადამიანი. ბრალეულია თუ არა და რა სასჯელი უნდა დაენიშნოს თუ არ უნდა დაენიშნოს ამას სასამართლო გაარკვევს, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გამოვრიცხო, რომ არც გმირზე გვაქვს საუბარი და არც პოლიტპატიმარზე“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

საქალაქო სასამართლომ 7-9 მარტის აქციასთან დაკავშირებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრალდებულმა 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი. ასევე, ბრალდებულმა განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა.