პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინაში, რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ქალაქ ავდეევკაზე იერიშს ხუთი თვის ჩვილი და მისი ბებია ემსხვერპლნენ. ინფორმაციას დონეცკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პაველ კირილენკო ტელეგრამის საკუთარ არხზე ავრცელებს.
მისი ცნობით, დაღუპულების ოჯახი ავდეევკადან ევაკუირებაზე უარს აცხადებდა:
„პოლიცია გუშინაც იყო მისული მათთან ოჯახში. ჩვილის დედას ესაუბრნენ, რომ დაეტოვებინათ ქალაქი, მაგრამ სამწუხაროდ, საუბარმა შედეგი არ გამოიღო - ქალმა უარი გვითხრა უფრო უსაფრთხო ადგილას გადასვლაზე. დღეს კი ეს გამოუსწორებელი რამ მოხდა. სამწუხაროდ, ზოგიერთი ადამიანი დღემდე ფიქრობს, რომ ევაკუაცია არ არის საჭირო, მაგრამ დღეს ეს ერთადერთი რამაა, რასაც სიცოცხლეების შენარჩუნება შეუძლია“, - წერს კირილენკო.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მონაცემებით, ბოლო დღეებში, რუსეთისთვის პრიორიტეტულია დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკის ალყაში მოქცევის ოპერაცია, თუმცა, რუსეთის ჯარმა ჯავშანტექნიკის დიდი დანაკარგის ფასად მიაღწია მხოლოდ უმნიშვნელო პროგრესს.