ბრალდების მტკიცების ტვირთი, ბრალდებაზეა - თამარ ჩერგოლეიშვილი

“ტაბულას„ რედაქტორი

„ტაბულას“ დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დიმიტრი კულებას განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც საქართველოს უნდა წარმოადგინოს მტკიცებულება, რომ უკრაინის დაზვერვის მიერ კონტრაბანდასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია მცდარია.

როგორ ჩერგოლეიშვილი აცხადებს, ბრალდების მტკიცების ტვირთი, ბრალდებაზეა.

„მესმის რომ ძალიან დიდ სტრესში ხართ უკრაინელო მეგობრებო და თქვენი განსჯა არ მინდა, მაგრამ წესი არის შემდეგი:ბრალდების მტკიცების ტვირთი, ბრალდებაზეა!თუ ასეთი რამ მართლაც ხდება, სანქციებში უნდა მოყვეს ივანიშვილი, მაგრამ “ამტკიცე რომ ვცდები” - არასწორია!გაითვალისწინეთ, რომ ჩვენც ვიბრძვით ამ სამარცხვინო რეჟიმის დასამარცხებლად და ამ ბრძოლაში გვჭირდება მართლები ვიყოთ და თქვენთან ვიყოთ“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.