"მტკიცებულება შენ უნდა წარმოადგინო" - იაგო ხვიჩია დმიტრო კულებას

„გირჩის“ ლიდერი

"როდესაც ვიღაცას რაღაცას აბრალებ, მტკიცებულება შენ უნდა წარმოადგინო", - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

„რაც შეხება მტკიცებულებების წარმოდგენას, იმის დადასტურება, რომ შენ უდანაშაულო ხარ, ბევრად უფრო რთულია, ვიდრე იმის დადასტურება, რომ ვიღაც დამნაშავეა. აქედან გამომდინარე, პირიქით ხდება სინამდვილეში - როცა ვიღაცას რაღაცას აბრალებ, მტკიცებულება შენ უნდა წარმოადგინო“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, საქართველომ ვერ დაამტკიცა, რომ რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში არ ეხმარება.