ბოჟაძე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე: რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს ეს კომისია. რა თქმა უნდა ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ საპარლამენტო ოპოზიცია ჩაერთვებოდა კომისიის მუშაობაში, ვგულისხმობ კომისიის წევრობას

ვლადიმერ ბოჟაძე

რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს ეს კომისია. რა თქმა უნდა ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ საპარლამენტო ოპოზიცია ჩაერთვებოდა კომისიის მუშაობაში, ვგულისხმობ კომისიის წევრობას, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაზე საუბრისას.

„რა თქმა უნდა ოპოზიციას ამ პროცესებში ჩართვა მოუწევს, ეს იქნება ძველი თუ ახალი „ნაციონალური მოძრაობა“, ლელოში გადაბარგებული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ის ადამიანები, ვინც დღეს გახარიას პარტიაში არიან. ამ 12 წლის განმავლობაში არ მომხდარა „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პოლიტიკური რეჟიმის სამართლებრივი შეფასება. კომისიის მუშაობა დამატებით ინფორმაციას, დამატებით ფაქტებს, დამატებით მტკიცებულებებს შექმნის საიმისოდ, რომ ერთის მხრივ პროკურატურაში გაგრძელდეს გამოძიება ბევრი მიმართულებით და მეორე მხრივ არსებობდეს სამართლებრივი საფუძველი აიკრძალოს „ნაციონალური მოძრაობა“, - აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.