ცნობილია 17 წლის გოგოს ვინაობა, რომელიც თანატოლებს სასტიკად უსწორდება
1763321894
ჩვენ ყველანაირი პირობა გვაქვს იმისთვის, რომ მოქალაქეები დაბრუნდნენ და თან დაბრუნდნენ სამუდამოდ, ამიტომ შესაძლოა საარჩევნო ხმის გამოყენების უფლებაც იყოს მიზეზი და საშუალება, რომ ისინი საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდნენ, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ვლადიმერ ბოჟაძემ, რითაც გამოეხმაურა არარეზიდენტი მოქალაქეებისთვის არჩევნებში ხმის მიცემის წესის შეცვლას.
„რაც შეეხება გარე გავლენებს, სულ უფრო ხშირად საუბრობენ ამერიკის, ევროკავშირისა და სხვადასხვა ქვეყნის გარე ჩარევებზე და როდესაც საზღვარგარეთ იმყოფება ადამიანი და წლებია საკუთარ ქვეყანასთან კომუნიკაცია არ ჰქონია, არ იცის რეალური მდგომარეობა, შესაძლებელია მათ სწორად ინფორმირებული არჩევანი ვერ გააკეთონ“, - აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტი წლის ბოლომდე „საარჩევნო კოდექსის“ ფუნდამენტურ განახლებას გეგმავს. კოდექსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება არარეზიდენტი მოქალაქეების - უცხოეთში მყოფი პირების - არჩევნებში ხმის მიცემის წესს. ინიციატივის მიხედვით, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ისევე საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში.