„ეხება მომავალს 2028 წლამდე“ - გოგა მანიას მიმართვა
1779133530
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელად პაველ ჰერჩინსკის კანდიდატურა წარადგინა.
წარდგენილი კანდიდატი თანამდებობაზე მასპინძელი ქვეყნის მთავრობის თანხმობის შემდეგ დაინიშნება. ამჟამად საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას კარლ ჰარცელი ხელმძღვანელობს, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ეწურება.
პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირის საგარეო სამსახურის ერთიანი უსაფრთხოების, თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისებზე რეაგირების დირექტორატის ხელმძღვანელია. ის ასევე მსახურობდა პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტში პოლონეთის ელჩად.