ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, უკრაინამ ყველა საჭირო სამუშაო გასწია - ზელენსკი

ზელენსკი

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, უკრაინამ ყველა საჭირო სამუშაო გასწია. ახლა ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა თქვან თავიანთი სათქმელი, - ამის შესახებ პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ  განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

მისივე თქმით, მიზნის მისაღწევად, დიპლომატიური ძალისხმევა ერთი დღითაც არ შეჩერებულა.

„მე ყოველდღიურად ვიღებ ინფორმაციას, მათ შორის - პროცედურული გადაწყვეტილებების მომზადებაზე. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს გუნდი, ასევე ჩვენი დიპლომატები და ზოგადად ჩვენი მთავრობა - ყველა, აბსოლუტურად ყველა მუშაობს, რათა უზრუნველყოს მნიშვნელოვანი ისტორიული გადაწყვეტილების მიღება ივნისში, რომელსაც ჩვენ ყველა ველით. თავის მხრივ, უკრაინამ შეასრულა ყველა, აბსოლუტურად ყველა საჭირო სამუშაო ამ კუთხით. როგორც ამბობენ, ახლა ბურთი ევროპული ქვეყნების მოედანზეა“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.