“ბოლოს ვნახეთ სასოწარკვეთის შედეგად ის სატანისტური რიტუალი, რომელმაც ვფიქრობ, ბოლომდე ჩააქრო აქციის მუხტი" - ნინო წილოსანი

ნინო წილოსანი

მინდა ვთხოვო ამ აქციის მონაწილეებსაც, რომ იყვნენ ძალიან ფრთხილად, იმიტომ, რომ ის ადამიანები, ვის გვერდითაც დგახართ და ვისაც უმაგრებთ ზურგს, წავლენ ყველაფერზე, იმისთვის, რომ საკუთარი პოლიტიკური ამბიციები და ინტერესები დაიკმაყოფილონ" - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი საუბრობს.

"ამ აქციების მანძილზე, თუნდაც რადიკალური ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმაც და მხარდამჭერებმაც დაინახეს, თუ რა ცუდი ფორმებით შეიძლება ეს ყველაფერი განვითარდეს. ბოლოს ვნახეთ სასოწარკვეთის შედეგად ის სატანისტური რიტუალი, რომელმაც ვფიქრობ, ბოლომდე ჩააქრო აქციის მუხტი. კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო ამ აქციის მონაწილეებსაც, რომ იყვნენ ძალიან ფრთხილად, იმიტომ რომ ის ადამიანები, ვის გვერდითაც დგახართ და ვისაც უმაგრებთ ზურგს, წავლენ ყველაფერზე, იმისთვის რომ საკუთარი პოლიტიკური ამბიციები და ინტერესები დაიკმაყოფილონ", - აცხადებს ნინო წილოსანი.