1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე "ღამის კურიერის" ეთერში ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ზელენსკი მიხეილ სააკაშვილზე საუბრობდა.
"ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, რომ შვეიცარიის საათობით აწყობილი საბანკო სისტემა ჩამოინგრეოდა ერთი კონკრეტული ადამიანის დაშანტაჟების მიზნით . ამ შანტაჟის მიზანია საქართველოს ომში ჩართვა, ეს ყველამ ვიცით. კონკრეტულ შვეიცარიაზე როდესაც ვსაუბრობთ, აქ არგუმენტები ხელის გულზე დევს.
როდესაც ამხელა აქტორები გამოდიან და იგივე მიმართულებით განცხადებებს აკეთებენ და ტყუილებს ლაპარაკობენ, აქ კითხვა ის კი არ არის - რატომ ვერ აჯერებ ვიღაცას რაღაცას, აქ სხვა რამეა - თქვენ რაც იცით იმის დაჯერება არ გჭირდებათ.
ცნობილი ადამიანი ამბობს ტყუილს და ავრცელებს არასწორ ინფორმაციას. ჩვენ იმისთვის რომ სწორი დასკვნები გამოვიტანოთ და სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ, ამ ქვეყანაში ჯერ იმაზე უნდა ვისაუბროთ ეს კონკრეტული ტყუილია თუ მართალი, როგორც კი ვიგებთ რომ ეს არის ტყუილი მერე ჩნდება კითხვა, რატომ ამბობს ტყუილს ეს ადამიანი?!
სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს მაღალი ტრიბუნებიდან ისმის სუბიექტური განცხადებები და ტყუილები. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზანი ამ გლობალური კამპანიის არის ქვეყნის ომში ჩართვა, მიდის უდიდესი და მძლავრი კამპანია საქართველოს ომში ჩართვა.
მართლა მეამაყება, სულ რომ არაფერი გავაკეთოთ არც წარსულში და არც მომავალში. ის რომ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი სამშობლო ყველაზე რთულ დროს ფიზიკური განადგურებისგან გადავარჩინეთ ეს იქნება ძალიან დიდი საქმე. სარკესთან, რომ დავდგები და ჩემ შვილთანაც რომ ვიქნები მე ამით ძალიან ვიამაყებ, რომ ამ გადაწყვეტილებების ერთ-ერთი თანამონაწილე ვიყავი მე,"- აცხადებს მამუკა მდინარაძე.