„ნიკორაში“ თუ „სპარში“ ნაყიდი საჭმელი, რომ არ უნდა მიუტანო ასეთ ადამიანს, მგონი ვიცით, მას სჭირდება სპეციალური კვება“ - ირმა ჭკადუა, მიხეილ სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილი

„სააკაშვილს რომ ვუყურებ, ჯანმრთელი ადამიანის შთაბეჭდილებას არფ ტოვებს“, - განაცხადა პარლამენტის ყოფილმა წევრმა, გედევან ფოფხაძემ, ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში - „თავისუფალი სივრცე“. 

„პატიმრის მიმართ ასეთი მოპყრობა არასწორად მიმაჩნია, კლინიკაში გადაყვანის დროს მას სასჯელაღსრულების თანამშრომლები არ მოექცნენ სწორად. მესმის, რომ პატიმარი იყოს აგრესიული, მაგრამ თუ პატიმარი სტანდარტს არ იცავს, სასჯელაღსრულების სისტემას აქვს ვალდებულება“. - განაცხადა გედევან ფოფხაძემ

 

ადვოკატი ირმა ჭკადუა: იყო დრო და ჟამი, როცა მე და ბატონი გედი ერთ პოზიციაზე ვიყავით - 2012 წელს. ახლა კი ბატონი გედის პოზიცია ჩემთვის ცოტა გაუგებარია. არ მსურს ლაპარაკი სააკაშვილის ირგვლივ. ბოლო თვეებია, ამბობენ - კვდება, კვდება, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ის საჭმელს არ ჭამს ბოლო თვეებია. მან გაიკეთა კუჭის ოპერაცია და ვიცით, როგორ იკლებს წონაში ადამიანი ამ ოპერაციის შემდეგ.  ნაცვლად იმისა, რომ აფრიალებენ სააკაშვილის ფოტოებს და იძახიან რომ კლავენო, პირიქით უნდა მოუწოდონ სააკაშვილს რომ შეწყვიტოს თვითდაზიანება და მიიღოს საკვები. "ნიკორაში " თუ " სპარში" ნაყიდი საჭმელი, რომ არ უნდა მიუტანო ასეთ ადამიანს, მგონი ვიცით, მას სჭირდება სპეციალური კვება“. - განაცხადა ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ.