1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
თეთრი სახლის პრესმდივნის ჯენ ფსაკის განცხადებით, რუსეთი ახლა ცუდ მდგომარეობაშია, რადგან უკრაინამ გასცა საკმაოდ ძლიერი პასუხი - ამის შესახებ ჯენ ფსაკმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრესმდივანი იმედოვნებს, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით პუტინი რიტორიკას შეიცვლის, რადგან ამ იარაღის გამოყენება იქნება დამანგრეველი შედეგების მომტანი.
"გასაგებია, რომ რუსეთი არის ცუდ მდგომარეობაში, რადგან უკრაინამ მას საკმაოდ ძლიერი პასუხის გასცა. ასევე NATO არის მზად მხარი დაუჭიროს თავის პარტნიორებს მასზე თავდასხმის შემთხვევაში. ჩვენ ვიცით, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება არის უკიდურესი ფორმა და იმედია ეს არ მოხდება.
იმედია, რომ პუტინის რიტორიკა ამ მხრივ შეიცვლება, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, უკანასკნელი რამდენიმე თვის და წლის განმავლობაში, როცა გვქონდა სხვადასხვა საკითხზე უთანხმოება რუსეთთან, რუსეთი და აშშ მუდამ თანხმდებოდნენ იმაზე, რომ ბირთვული იარაღი არ გამოეყენებინათ, რადგან ეს იქნებოდა დამანგრეველი და კატასტროფული შედეგების მომტანი.
ჩვენ არ გვაქვს არანაირი მიზეზი იმისათვის, რომ ამ მხრივ შევცვალოთ ჩვენი დამოკიდებულება, ვერ ვხედავთ ესკალაციის კუთხით საფრთხეებს," - აცხადებს ჯენ ფსაკი.