ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს საკუთარი თავი გადადო და ყველა უნდა ხვდებოდეს, რომ მატერიალური მიმართულებით მისი შანტაჟი შეუძლებელია - მდინარაძე

mamuka mdinaradze

ბიძინა ივანიშვილმა, 2012 წელს საკუთარი თავი გადადო და ყველა უნდა ხვდებოდეს, რომ მატერიალური მიმართულებით მისი შანტაჟი შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, თუ ვინმეს აინტერესებს, რომ სხვა მხრიდან მოუაროს ამ სიტუაციას, აქვს ამ ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობა. გარანტირებულად შეგვიძლია ყველას ვუთხრათ, რომ ომი ამ ქვეყანაში არ იქნება და ხელისუფლება უზრუნველყოფს იმას, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ. 

მისივე თქმით, ვერსიას იმის შესახებ, რომ გარკვეულ კოორდინირებულ მოქმედებას აქვს ადგილი, არსებობის უფლება და ლეგიტიმაცია აქვს.

„ადამიანები ამბობენ, რომ სახელისუფლებო პოლიტიკა ამ მიმართულებით არის სწორი, უდიდესი უმრავლესობა ამ ქვეყნის მოსახლეობის ამას ეთანხმება და ბუნებრივია ეს ასეც იქნება. ვერანაირი სხვა გზებით, ვერავინ ვერ მოახერხებს, რომ ეს ქვეყანა ომში ჩაითრიოს. გარკვეული ლეგიტიმაცია ვერსიას, რომელზეც გუშინ ყველა ქართული მედიასაშუალება საუბრობდა, მათ შორის ომისა და ღალატის პარტიის წარმომადგენელი მედიასაშუალებებიც, ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც მინიმუმ, ამ ვერსიას გარკვეული ლეგიტიმაცია აქვს. ამის მიუხედავად, ყველას მართებს იმის გათვალისწინება, რომ ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს საკუთარი თავი გადადო, არათუ მატერიალური მიმართულებები და ამით მისი შანტაჟი, თუ ასეთი ვერსია არსებობს, რომ ამ მხრიდან უნდა შემოუარონ ამ ქვეყანას, რომ მას მოსთხოვონ პოლიტიკაში იმგვარად შემობრუნება, ან ჩარევა, რომ ომი იყოს ამ ქვეყანაში, ეს წარმოუდგენელია. შეუძლებელია, ოდნავ მაინც თუ ამ ადამიანს ვინმე იცნობს, ის ამ გზით იქნას დაშანტაჟებული“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, გუშინ მთელი დღის განმავლობაში ქართულ მედიასივრცეში ამ ვერსიაზე ყველა საუბრობდა, თუმცა, ომის პარტიის მედიის მიმართულებით ამ ვერსიის სხვაგვარი ვარიაციები იყო.

„სხვას არც კი ველოდით. თქვენ ცდილობთ განავითაროთ სხვა მიმართულებით ეს ვერსია და არ დაუკავშიროთ დაუშვათ ამ ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობას, დასავლეთის მხარდაჭერას მიაბათ ეს ამბავი და ა.შ., მაგრამ ყველა ვთანხმდებით, რომ ვერსიას იმის შესახებ, რომ რაღაცა ზემოქმედების საშუალებად შესაძლოა ვინმე განიხილავდეს სხვადასხვა კოორდინირებულ, დაგეგმილ მოქმედებებს, ამის სხვა ვარიაციები აქვს ომისა და ღალატის პარტიას, მაგრამ სინამდვილე რაც არის, ადვოკატის განცხადებასაც გავეცანი, რაღაცეები ხდებოდა ამ პერიოდის განმავლობაში, მართალია უშედეგოდ დამთავრდა ეს კოორდინირებული თუ „შემთხვევითი“ მოქმედებები და ის კონკრეტული საკითხები ამ განცხადების კლიენტის სასარგებლოდ გადაწყდა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვერსიას არსებობის უფლება აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გუშინ ერთმა ადამიანმა, რომელიც ხანდახან და ხშირად ხელისუფლების მძაფრი კრიტიკით გამოირჩევა, ერთი პოსტი დაწერა და ქართული მედია მხოლოდ ამ თემაზე საუბრობდა და ნაცმოძრაობის ყველა ტელევიზიის მთავარი გამოშვებები ამ თემით გაიხსნა, ხომ? ე.ი ვერსია არსებობს, ამ ვერსიაზე შეგვიძლია მსჯელობა, მაგრამ შეუძლებელია ამ გზით ვინმე აიძულო მით უმეტეს, ამ ქვეყნის ხელისუფლება, რომ ქვეყანა ომში ჩაერთოს“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.