პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„მიხეილ სააკაშვილი თავის მეგობრებსა და მხარდამჭერებს შეცდომაში შეჰყავთ. ის არ არის დღეს იმ მდგომარეობაში, როცა პოლიტიკურ პირობებს აყენებს. მას, როგორც პატიმარსა და მოქალაქეს, აქვს უფლებები, ამ უფლებების დაცვაზე არის პასუხისმგებელი ხელისუფლება და ეს დაცული იქნება“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„შესაბამისად, ახლობლები და თანაპარტიელები სჭირდება პალატაში თუ დიაგნოსტიკის დროს, ამას ექიმები გადაწყვეტენ იმ კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც მოქმედებს საქართველოში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, მას „ვივამედში“ გადაყვანას შესთავაზებენ, სააკაშვილი კი შეთავაზებას დათანხმდა.